26 მაისს დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში სოფელ ხამისკურის გუნდმა ძველი ხიბულის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებული და პრიზიორები დაჯილდოვდნენ საპატიო თასებითა და სიგელებით.