ქალაქ ხობში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში საჯარო სკოლების მერვე-მეცხრე კლასელ გოგონათა და ვაჟთა გუნდების მონაწილეობით. ვაჟებში გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 სკოლა გახდა, ხოლო გოგონათა შორის პირველი ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლამ დაიკავა. ტურნირში გამარჯვებული სკოლები რეგიონის პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.