28 მაისს ანაკლიაში ჩატარდა კლასიკური მუსიკის რეგიონალური კონკურს-ფესტივალი „ ნორჩი მუსიკოსები“,სადაც რეგიონის სამუსიკო სკოლებსა და სტუდიებთან ერთად მონაწილეობდა ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის” სამუსიკო სკოლის ოთხი მოსწავლე, რომლებმაც შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, მათ შორის, სამუსიკო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ნატა ქირია, რომელმაც შეასრულა ვაჟა აზარაშვილის „ნოსტალგია“.