მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ბავშვთა პოლიომიელიტით დაავადების თავიდან აცილებისა და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციით ბავშვთა კონტიგენტის მოცვის გაუმჯობესების მიზნით „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ პირველადი ჯანდაცვის ქსელთან ერთად დაადგინა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აუცრელ და არასრულად აცრილ ბავშვთა სამიზნე კონტიგენტი 1 წლიდან 15 წლამდე. 2011 წლის მაისში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო გამწმენდი იმუნიზაციის პირველი რაუნდი ჩატარდა. ერთვიანი ინტერვალის შემდეგ, ივნისში დაიწყება აცრების მეორე ეტაპი.