4 ივნისს ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის -,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”ფინალური ეტაპი.
ინეტექტუალურ კონკურსში გამარჯვებული გახდნენ:
პირველ ასაკობრივ ჯგუფში - (V-VIII კლასი) სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლა.
მეორე ასაკობრივ ჯგუფში - (IX-XII კლასი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლა.