4-5 ივნისს, ქალაქმა ხობმა უმასპინძლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობას ფრენბურთში საჯარო სკოლების მონაწილეობით.
ვაჟთა და გოგონათა შორის გამარჯვებული გახდნენ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმისა და სოფელ ახუთის საჯარო სკოლის გუნდები.
ზემოთაღნიშნული ღონისძიება საქართველოს მასშტაბით ტარდება და მისი მიზანია შეირჩეს პოტენციური კადრები ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშებისათვის, რომელიც 2015 წელს გაიმართება ქალაქ თბილისში.