21 ივნისს, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი’’. სადაც წარმოდგენილ იქნა ქართული და მსოფლიო ხალხთა ზღაპრების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმები. ჩვენებას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელები. ღონისძიება დაფინანსდა ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის” მიერ, 4500 ლარის ოდენობით.