ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაცია უტარდება სოფლების - ხეთის, პირველი მაისის, თორსა-დღვაბის, პატარა ფოთის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ახალსოფლისა და ხობის N3 საბავშვო ბაღების; ხეთის (წინაგოლა), ხობის N1, ახალსოფლის, ჭალადიდის, პირველი ხორგისა და ქარიატის საჯარო სკოლებისა და ჭალადიდის, პირველი ხორგის, ქვემო ქვალონის, ქ. ხობში N2 ადმინისტრაციული, ყოფილი რაიკომის, ხობის, ქვემო ქვალონის და საჯიჯაოს კულტურის სახლებისა და პირველი ხორგის სასოფლო კლუბის ადმინისტრაციულ შენობებს. სამუშაოები დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42886.99 ლარის ოდენობით და მას ახორციელებენ შპს „ათენა“ და შპს „მშენტექსერვისი“.