23 ივნისს ქალაქ ხობში გაიმართა ნოდარ შენგელიას სახელობის ტრადიციული ტურნირი მინი ფეხბურთში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაწესებული საპატიო თასი გადასცა ტურნირის გამარჯვებული გუნდის - სენაკის „ეგრისი 2“-ის მეკარეს და წარმატებები უსურვა ტურნირის ორგანიზატორებს, მონაწილე ნორჩ ფეხბურთელებსა და მათ მწვრთნელებს.