2011 წლის 27 ივნისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეტანილი იყო 9 საკითხი:
1. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 2. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 3. დადგენილების პროექტი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის წლის 25 ივნისის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 5. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა (ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი) კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის წლის 25 ივნისის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 6. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 7. განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის“ (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე; 8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 9. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2010 წლის საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმების ანგარიშის განხილვა“(მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე).
განსახილველი პროექტების დამტკიცების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ წამოაყენა ინიციატივა საკრებულოს სხდომის ინტერნეტტრანცლაციის შესახებ. ასევე, მ.ჭოხონელიძის ინიციატივითა და საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში.