ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება კრივისა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზების კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენებს უკეთესი სავარჯიშო პირობები შეექმნებათ და თავიანთი პროფესიული შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება მიეცემათ.