ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ ხორციელდება შიდა სასოფლო გზების მოხრეშვის, სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და სტადიონის განათების სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს შპს „შენტექსერვისი“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 23520 ლარს.