2 ივლისს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა რეგიონის პირველობა მძლეოსნობაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის, აბაშის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქ ფოთის სასპორტო სკოლების სპორტსმენები, სადაც წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა გიორგი ახალაიამ 60, 300 მეტრზე რბენასა და სიგრძეზე ხტომაში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო გუნდურ ჩათვლაში უმცროს ასაკობრივ ჯგუფსა და ამანათრბენში ხობელმა სპორტსმენება მეორე ადგილი დაიკავეს.