„სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საქირიოსა და წინაგოლის უბნებში ხორციელდება შიდა სასოფლო გზების მოხრეშვის, ოხვამეკარის უბანში რკინინიგზის ხიდქვეშა სანიაღვრე არხისა და მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც ახორციელებენ ი/მ „თენგიზ ლატარია“ და ი/მ „ბესიკ სიჭინავა“. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 30943 ლარს.