5 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და წევრებს.
მ. ჭოხონელიძემ, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პარტიის რაიონული ორგანიზაციის ის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია და, მიაწოდა ინფორმაცია იმ გეგმებზე, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ასევე შეეხო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის მუშაობას, რომელიც აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდული პროექტების მომზადებაში.