„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 ივლისის №360 ბრძანებულებით სოფლის სტატუსი მიენიჭა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის შავღელეს უბანს. სადაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩასახლებულნი არიან ეკომიგრანტები აჭარაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი სოფლებიდან.