ხობის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სარემონტო-სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება: სოფელ პირველი მაისის საკვიკვინიოს უბანში შიდა გზების მოხრეშვის, სოფელ ძველი ხიბულის საჯაკონიოს უბანში მილხიდის მოწყობის, სოფელ ბიის საშონიოს უბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის შეკეთებისა და სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ახორციელებენი /მ „ბადრი გეგეჭკორი“ და ი/მ „ლაშა ქალდანი“.სამუშაოების ღირებულება შეადგენს 11444.01ლარს.