21 ივლისს ქალაქ ხობის კულტურის სასახლის წინამდებარე მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა კულტურულ-სპორტული ღონისძიება - „ახალგაზრდული საღამო“
ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სასოფლო კლუბებში პროექტის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები („პოეზიის წუთები“, „ახალგაზრდა შემოქმედთა დებიუტი“, „მხატვრულ ნამუშევართა გამოფენა“) გაიმართება აგვისტოსა და სექტემბერში ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა, დამწყებ შემოქმედებს, მოახდინონ თავიანთი თავის რეალიზება და საკუთარი შემოქმედება გააცნონ მუნიციპალიტეტის საზოგადოებას.