დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ნარდში, რომელშიც 64 მონარდე მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული ნოდარ ხურცია გახდა. გამარჯვებულსა და პრიზიორებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. პირველ ადგილზე გასული მონარდე მონაწილეობას მიიღებს გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე , რომელიც დაბა ჩაქვში გაიმართება.