საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქალაქ ხობში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელთა პედაგოგთათვის მართავს ტრენინგს თემაზე „ერთი-ერთზე ელექტრონული სწავლება და კლასის მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა“. ტრენინგის მიზანია პედაგოგებს გაუადვილოს იმ ნეტბუქებთან მუშაობა, რომელიც, პრეზიდენტის ინიციატივით, ყველა პირველკლასელს უფასოდ გადაეცემა.
ასევე, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებისგამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვა.