ს.ს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამის პირველი ეტაპი. კერძოდ, გამრიცხველიანდა 4 სოფელი: პირველი გურიფული, ნოჯიხევი, პირველი ხორგა და პირველი მაისი. ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას წინ უსწრებდა ქსელის რებილიტაცია.მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული სადენები ახალი კაბელებით, ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გარემონტდა სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა.
2011წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მეორე ეტაპისათვის დაგეგმილია კომპანიის მომსახურების არეალში მყოფი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფელი, ქარიტა, ყულევი, პატარა ფოთი, ჭალადიდი ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, რათა გააუმჯობესოს ქსელის ინფრასტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანოს ავარიული გათიშვები; გარდა ამისა, შეიქმნას ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო, რაც ქმნის ავარიის შედეგად გათიშული აბონენტების უწყვეტი ელექტრო მომარაგების უზრუნველყოფის წინაპირობას.