ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა 2010“ განახორციელებს ქალაქ ხობში აღმაშენებლის ქუჩიდან კოლხეთის დასახლებამდე, ჩაის კომბინატისა და კოლხეთის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების ამოწმენდის, სოფელ ყულევსა და სოფელ საგვიჩიოს ცენტრში სანიაღვრე არხების მოწყობისა და სოფელ პატარა ფოთის შავღელის უბანში 9 კმ გზის ორმული შეკეთების სამუშაოებს. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 48296 ლარი.