ყოველი წლის 12 აგვისტოს ქალაქ ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღვლინდება. ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში წარმოდგენილ იქნება მხატვრული კომპოზოცია - „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“. ასევე, გაიმართება პოეტ-აკადემიკოსის ვაჟა ეგრისელის საიუბილეო საღამო.