12 აგვისტოს ქალაქ ხობში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში წარმოდგენილ იქნა მხატვრული კომპოზოცია - „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.
ღონისძიება განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით.