22 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად, ანაკლიაში პლაჟის ბულვარი, სასტუმრო „ოქროს საწმისი“, ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი 540 - მეტრიანი საფეხმავლო ხიდი და ამფითეატრი გახსნა. ასევე, მოეწყო ორი ახალი სასტუმროს, აკვაპარკისა და სტადიონის პროექტების პრეზენტაცია. პრეზიდენტის ინიციატივით, ანაკლიას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ანაკლიასა და განმუხურში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სანახაობრივი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.