29 აგვისტოს დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის 2011 წლის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მინი ფეხბურთში. მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს: ხამისკურის, საგვიჩიოს, პირველი ხორგის, ახალი ხიბულის, გურიფულის, ქარიატის, ჭალადიდისა და ქვემო ქვალონის სოფლების გუნდებმა. მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება 31 აგვისტოს დათა ხურცილავას სახელობის მინიფეხბურთის სტადიონზე.