2011 წლის 29 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განსახილველად შეტანილი იყო 5 საკითხი:
1.დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე): 2. განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის #51 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე): 3. განკარგულების პროექტი „საწვავისა და სატელეფონო ბარათების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე): 4. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ (მომხსენებელი ბ. შონია- გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი):5. განკარგულების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
განსახილველი პროექტების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ, საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.