4 სექტემბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა პირველი წრის მორიგი კალენდარული მატჩი საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის. ხობის,,კოლხეთმა” ახალციხის „მესხეთს“ უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0.