საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელი, მათ შორის - ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 359 პირველკლასელი, საჩუქრად ნეთბუქ ”ბუკს” მიიღებს. ნეთბუქი სპეციალურად ბავშვისთვის არის შექმნილი. კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში და სხვა სასწავლო სახელმძღვანელოები.