16-18 სექტემბერს ხობში გაიმართება მეგრული სიმღერების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი შემდეგი პროგრამით: 16 სექტემბერი - 18:00 -ფესტივალის გახსნა -ხობის კულტურის სახლი;21:00- დისკოთეკა ხობის ცენტრი;17 სექტემბერი 11:00-12:00-ფესტივალისა და საფესტივალო მასალების პრეზენტაცია - ხობის კულტურის სახლი. 12:00-17:30-ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში და ფესტივალის სტუმრებისთვის მეგრული სამზარეულოს გაცნობა;12:00-18:00-კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლების მონაწილეობით;სპორტული და სხვა გასართობი ღონისძიებები (ნარდი,ჭიდაობა,ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა)-ხობის ცენტრი 12:00-14:30-ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა II სამეცნიერო კონფერენცია ხობის ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმი;14:00-15:00- ანსამბლ „გორდელას“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნა ხობის ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი;20:00-23:00-სახელგანთქმული ფოლკლორული ანსამბლის “გორდელას“ 50 წლისთავის იუბილე ცნობილი ქართული და უცხოური ანსამბლების მონაწილეობით. ხეთის თეატრონი;21:00-23:00- დისკოთეკა. ხობის ცენტრი;18 სექტემბერი 12:00-15:30-ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა II სამეცნიერო კონფერენცია (გაგრძელება).ხობის ძუკუ ლოლუას სახელობის მუზეუმი. 12:00-17:00-კონცერტები,სპორტული და გასართობი ღონისძიებები ხობის ცენტრი;12:00-17:30-ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში და ფესტივალის სტუმრებისთვის მეგრული სამზარეულოს გაცნობა;18:00-20:00-ქართული ფეხბურთის ლეგენდების - ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავას იუბილე. ხობის ცენტრი; 20:00-23:00-გალაკონცერტი - ქართველი და უცხოელი მომღერლების მიერ ფესტივალისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერების პრეზენტაცია. ხობის სტადიონი; 23:00 - ფესტივალის დახურვა და ფეიერვერკი. ხობის სტადიონი.