სტამბულში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ხობელმა ფალავანმა მანუჩარ ცხადაიამ და ვერცხლის მედალს დაეუფლა.ამასთან, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებიდან პირველმა გაინაღდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.