13 სექტემბერს დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის მიერ „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ დამკვიდრებისათვის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებული ტურნირი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქ ხობისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების 24 გუნდი.
ტურნირის გამარჯვებული გახდა სოფელ ქვემო ქვალონის გუნდი. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად დაიკავეს გურიფულისა და ხამისქურის გუნდებმა, რომელთაც გადაეცათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები, ხოლო სხვადასხვა ნომინაციებში (საუკეთესო მეკარე, მცველი, თავდამსხმელი, ფეხბურთელი და ბომბარდირი) გამარჯვებულებს, ასევე, გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.