16 სექტემბერს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გამართული კონცერტით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფესტივალის სტუმრები. კონცერტის დასასრულს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე მუნიციპალიტეტის სახელით მიესალმა ფესტივალის მონაწილეებს და ქართული ხალხური სასიმღერო ფოლკლორისა და ფოლკლორული მასალების პოპულარიზაციის, ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის - ანზორ ერქომაიშვილს, ვახტანგ როდონაიას, ემირ ბურჯანაძეს, სერგო კენჭაძეს, გომარ სიხარულიძეს, თემურ ბოჯგუას, გოდერძი ბუკიას და მარიამ მიქაძეს - ხობის საპატიო მოქალაქის მოწმობები გადასცა.