17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან ერთად, დაათვალიერა ქალაქ ხობში ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ფოლკლორის მუზეუმში გამოფენილი ექსპონანტები და დაესწრო ლეგენდარული ფოლკლორული ანსამბლის „გორდელას“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს,
ხობის მეხუთე სართაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ მეორე დღეს ხობის კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო საფესტივალოდ გამოქვეყნებული მასალების პრეზენტაცია, სადაც ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნეს გამოცემული წიგნებისა და კომპაქტური დისკების მნიშვნელობა და შინაარსი.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმში გაიმართა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა II სამეცნიერო კონფერენცია და გაიხსნა ლეგენდარული ფოლკლორული ანსამბლის „გორდელას“ 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია.