21 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ერთიანობას.