ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში დასრულდა კრივისა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზების კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 41000.42 ლარი, რითაც ხელი შეეწყობა ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის უკეთესი სავარჯიშო პირობების შექმნასა და მათი პროფესიული შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.