რესპუბლიკურ ტურნირზე ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა - ნ. წურწუმიამ (29 კილოგრამ წონითი კატეგორია), გ. კვაშილავამ (63 კილოგრამ წონითი კატეგორია) და,შესაბამისად,პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ხობელ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.