„ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ სასპორტო სკოლის კრივის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და ფეხბურთის ჯგუფებისათვის შეძენილ იქნა 6530 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი. კერძოდ, საჯიჯაოს თემში ფუნქციონირებადი ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და კრივის ჯგუფის მოსწავლეებისათვის ჩაფხუტები, ხელთათმანები, კრივის სავარჯიშო ტომრები, საჭიდაო ჩოხები და ფეხსაცმლები. ასევე, ფეხბურთის ჯგუფის აღსაზრდელებისათვის - ფორმების კომპლექტები.