სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები გადამზადების კურსს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრში“ გადიან. პრობაციის ბიუროსა და სასწავლებლის დირექციას შორის შემდგარი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, სამთვიან კურსს 5 პირობით მსჯავრდებული, მეფილე–მომპირკეთებელის პროფილით გაივლის.
სასწავლებლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულთა კონტიგენტს სხვა ჯგუფების დაკომპლექტების დროსაც გაითვალისწინებენ.
პრობაციის ეროვნული სააგენტო პირობით მსჯავრდებულთა პროფესიული განათლებისა და რესოციალიზაციის პროცესში დახმარების გაწევას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით ახერხებს.