ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’.
პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგი სტივენ ბექმაიერი, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლის.