საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის წრის აღსაზრდელებმა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ხოლო მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში „განათლების ცენტრის“ აღსაზრდელმა ვარლამ კვარაცხელიამ (42 კილოგრამ წონით კატეგორია) მესამე ადგილი დაიკავა.