საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების ინგლისური ენის 43 პედაგოგს გამომცემლობა „მაკმილანის“ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები, დამხამრე აუდიო-ვიდეო და ვიზუალური მასალები საჩუქრად გადაეცათ. ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შექმნით “მაკმილანი” მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.