5 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში სტარტს აიღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის 2011 წლის თასის გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ხობის მუნიციპალიტეტის თემების, სოფლებისა და ქალაქ ხობის გუნდები. ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში.