2011 წელი UNESCO-ს მიერ დიდი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას წლადაა გამოცხადებული და მისი ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
ვაჟა-ფშაველას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებები.
ნოჯიხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველა ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი კომპოზიცია „გვიყვარდეს ხალხნო ერთმანეთი“ წარმოადგინეს.