25 ოქტომბერს დასრულდა 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ხობელი ვაჟკაცის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში. გათამაშებაში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზაცია-დაწესებულებათა 8 გუნდი. ტურნირის გამარჯვებული გამგეობის გუნდი გახდა. ჩემპიონსა და პრიზიორებს გადაეცათ თასები და სიგელები.
სპორტული ღონისძიება ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით.