საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საჯარო სკოლების წარჩინებული მეათე კლასელები - მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 10 წარჩინებული მოსწავლე პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა. პრეზიდენტის საჩუქარი იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.