თბილისში მძლეოსნობის მწვრთნელთათვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა, რომლის ორგანიზებაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით მოხდა. სემინარში 22-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა.რომლის დასრულების შემდეგ გამოცდები 13-მა მწვრთნელმა წარმატებით ჩააბარა, მათ შორის „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მძლეოსნობის მწვრთნელმა ინდირა გრიგორიანცმა.
ხოლო, ქალაქ თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე მძლეოსნობაში წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა გრიგოლ ახალაიამ და 60 მეტრზე რბენაში პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ხობელი მძლეოსანი მიწვეულია საქართველოს მძლეოსანთა ახალგაზრდულ ნაკრებში.