7-8 ნოემბერს „საარჩევნო სისტემების კვლევითმა ცენტრმა“, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის - „აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი -ამომრჩეველთა განათლების წყარო“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ტრენინგი გამართა, რომელიც, ეხებოდა ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციას, კენჭისყრის პროცედურებს, საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ რეგლამენტაციასა და, კონკრეტულად სამეგრელოში აქტიურ ამომრჩეველთა ქსელის განვითარებას, საარჩევნო კანონმდებლობაში მოსახლეობის უფრო ღრმად გარკვევას, საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობასა და მაღალი საარჩევნო კულტურით ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას.