2011 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების, ადგილობრივი პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო 9 საკითხი:
1. განკარგულების პროექტი „საკრებულოს წევრის -ემზარ დანელიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 2. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 3. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა) კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ივნისის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 4. დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”(მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 5. დადგენილების პროექტი „ხობისმუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 7. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” (მომხსენებელი: მ. ჭოხონელიძე - საკრებულოს თავმჯდომარე); 8. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის თემის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 9. განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ხორგის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ (მომხსენებელი: მ. სილოგავა-იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).
საკითხების განხილვისას საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე შეეხო მუნიციპალიტეტში განათებისა და დასუფთავების სფეროში არსებულ პრობლემებს, საახალწლო ნაძვის ხის შესაფერისად მორთვისა და, ზოგადად, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს. სხდომის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებსა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით უფრო მეტად დაინტერესებისა და უფრო ეფექტური ქმედითი ღონისძიებების გატარებისაკენ მოუწოდა.
განსახილველი პროექტების დამტკიცების შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.