სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ხობის მომსახურების ცენტრში სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ გამრიცხველიანების სამუშაოების დაწყებამდე ქსელის რეაბილიტაცია განახორციელდა. შეიცვალა წლების განმავლობაში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები იზოლირებული სპეციალური სადენით. ასევე, დამონტაჟდა ახალი რკინაბეტონის ბოძები.
რეგიონალური ფილიალი განაგრძობს სოფლების ინდივიდუალური განმრიცხველიანების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა ქარიატის თემი და სოფელი ყულევი. პატარა ფოთში მიმდინარეობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქარიატის თემში ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 244 აბონენტს. შეიცვალა 31 ცალი ამორტიზებული ხის ბოძი და გაიბა დაახლოებით 16 კმ სიგრძის სადენი. სოფელ ყულევში ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა 83 აბონენტს. შეიცვალა 6 ცალი საყრდენი და გაიბა 5904 მეტრი სიგრძის სადენი.
მიმდინარე თვის განმავლობში ხობის მომსახურების ცენტრში შეიცვალა 3 ტრანსფორმატორი. კაპიტალურად შეკეთდა 0,4 კვ-ის მოწყობილობა, ელექტროგადამცემ ხაზებზე შეიცვალა რკინა-ბეტონის საყრდენები.ასევე, განხორციელდა სადენების დემონტაჟი და ხაზების მოჭიმვა. 10 კვ-ის ფიდერ “განთიადზე” 2500 მეტრი სიგრძის სადენი გაიჭიმა.